Сообщения

Сообщения за февраль, 2023

იმედგაცრუებიდან იმედისაკენ

ვისაც საბჭოთა ეპოქაში მოგვიწია ცხოვრებამ და ძალიან არ მოგვწონდა ის, კარგად გვახსოვს მაშინდელი ჩვენი იდეალები. ეს იყო დასავლური ღირებულებები, დასავლური დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება, დასავლური ყოფა, და ა.შ. საბჭოეთის არადემოკრატიულ პირობებში მცხოვრებლებს დიდი იმედი გვქონდა, რომ დასავლეთი დაგვეხმარებოდა ამ იდეალების ხორცშესხმაში. ცხადია, აქ არ ვგულისხმობ ეკონომიკურ საკითხებს, მატერიალურ კეთილდღეობას, თუმცა არც ეს საკითხებია უმნიშვნელო და მაღალი იდეალების თვალსაზრისით ხელწამოსაკრავი, ზემოდან ქედმაღლურად რომ უნდა ვუცქიროთ. თავიდანვე უნდა ვთქვა, რომ სასტიკად გაგვიცრუვდა იმედები. როდესაც დასავლეთის (ანუ ევროპა-ამერიკის) მიმართ იმედგაცრუებაზე ვლაპარაკობ, ცხადია ვგულისხმობ იმ ძალებს, რომლებსაც დღეს მიჰყავთ დასავლეთის პოლიტიკური თუ ეკონომიკური ცხოვრება და რომლებიც ღირებულებების კანონმდებლები არიან. ეს ძალები - ანუ აქვე დავაზუსტებ - ლიბერალური ძალები, - ფინანსურად უზრუნველყოფილნი არიან და გლობალური ბატონობისაკენ მიისწრაფიან, დღესდღეობით - წარმატებით. მაგრამ, საბედნიეროდ, დასავლეთში არსებობენ ს...