ვეფხიტყაოსანი შენთან ერთად
გამომცემლობა "საქართველოს მაცნე", 2016, პირველი გამოცემა. გამომცემლობა "პერგამენტი", 2019, მეორე გამოცემა. წინამდებარე წიგნი განკუთვნილია მოზარდთათვის და იმ მკითხველთათვის, რომელთაც „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის სრულფასოვანი აღქმა გარკვეულწილად უჭირთ, მიუხედავად იმისა, რომ პოემის ენა ძალიან ახლოა დღევანდელ ქართულ ლიტერატურულ ენასთან. პოემის შეცნობის გაიოლების მიზნით რამდენჯერმე გამოიცა „ვეფხისტყაოსნის“ შინაარსი, ანუ ტექსტი პროზაული სახით, მაგრამ ამას, ბუნებრივია, სასურველი შედეგი არ მოჰყოლია. „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ უამრავი მეცნიერული ნაშრომი არსებობს, მაგრამ მასობრივი მკითხველი მათ, ფაქტობრივად, არ იცნობს. წინამდებარე წიგნი ამ სამი კომპონენტის (პოემის ტექსტი, პროზაულად გადმოცემული შინაარსი, მეცნიერული კვლევა) მასობრივი მკითხველისათვის გასაგებ ენაზე შერწყმულად მიწოდების მცდელობას წარმოადგენს. ამ მიზნით პოემის შინაარსის თხრობას თან ახლავს ადვილად აღსაქმელი და, სავარაუდოდ, მკითხველის დამაინტერესებელი,ძირითადად, სამეცნიერო გამოკვლევებზე დაფუძნებული კომენტარე...