უკიდურესობათა ტრაგიზმი და დემოკრატიული ღირებულებანი
„ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა.“ შოთა რუსთველი საქართველო გათიშულია უკიდურესობებით. საზოგადოების ერთი დიდი ნაწილი ერთ უკიდურესობაში გადავარდნილი, მეორე დიდი ნაწილი - მეორე უკიდურესობაში. ერთ უკიდურესობაში მყოფნი მეორე უკიდურესობაში მყოფთ არც უსმენენ, არც რაიმე საერთოს გამონახვა სურთ ერთმანეთთან, არც კომპრომისი ხდება მათ შორის, ერთმანეთის აზრი აბსოლუტურად მიუღებლად მიაჩნიათ, ერთმანეთს უვიცებს, ჩამორჩენილებს...