რატომ გადაიზარდა ლიბერალური თავისუფლება აღვირახსნილობაში


ლიბერალიზმის ერთერთი მთავარი პრინციპიაჩემი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება შენი თავისუფლება.
ანუ - ერთის თავისუფლებამ არ უნდა შეზღუდოს მეორის თავისუფლება.
ეს, ერთი შეხედვით, უაღრესად ჰუმანური და სამართლიანი თეზისი სინამდვილეში სულაც არ არის ასეთი. უფრო სწორად, მასში ისეთი უხილავი ნაღმია ჩადებული, რომელმაც ლიბერალიზმი ზნეობრივ დეგრადაციამდე, აღვირახსნილობამდე მიიყვანა.
მართლაც, რა ხდება მაშინ, როდესაც ერთი ადამიანის თავისუფლება არ ზღუდავს მეორის თავისუფლებას? ესე იგი, რა ხდება მაშინ, როდესაც ამ პრინციპის მიხედვით ადამიანი თავისუფალი ქცევის სივრცეში რჩება და აღარ აბრკოლებს სხვისი თავისუფლების შეზღუდვის დაუშვებლობა?
აქ დგება დაუწერელი, ზნეობრივი კანონების შესრულება-არშესრულების საკითხი.
მოქმედი იურიდიული კანონები ადამიანებს უზღუდავს ისეთი ქცევების თავისუფლებას, რაც ზიანს მოუტანს სხვებს (ზოგადად, სახელმწიფოს). ლიბერალიზმი, ცხადია, აღიარებს თავისუფლების ამგვარი შეზღუდვების აუცილებლობას, ასე ვთქვათ, თავისუფლებას აღიარებს იურიდიული კანონების ფარგლებში.
მაგრამ სულ სხვაა ლიბერალის დამოკიდებულება დაუწერელი, ზნეობრივი ნორმებისადმი, რომლის დაცვის აუცილებლობას, განსხვავებით იურიდიული კანონებისაგან, ლიბერალიზმი ვერ ხედავს და არც სურს დაინახოს.
ამის დასტურია თუნდაც ის გამონათქვამები, რომლებიც ხშირად ისმის ლიბერალებისაგან ბოლო წლებში, ჩვენს თვალწინ, საქართველოში: პირად ცხოვრებაში ჩარევის უფლება არავის აქვსჩემი ფუჩუ ჩემიაჩემი სხეული მე მეკუთვნის და რასაც მინდა, იმას ვუზამსხვის ლოგინში ყურება არ შეიძლება“ და ..
ასეთი შინაარსის პლაკატები თავიანთ აქციებზეც კი გამოაქვთ ლიბერალებს!
და, რაც მთავარია, ყველაფერ ამას ამართლებენ ისეთი მაღალი ღირებულებით, როგორიცაა თავისუფლება!
ესე იგი, ზნეობრივი სფეროს იმ ნაწილში, რომელიც შეზღუდული არ არის იურიდიული კანონებით, ლიბერალებს ჭეშმარიტად უსაზღვრო გასაქანი ეძლევათ - მათ შეუძლიათ ზნეობრივი ნორმების მიხედვით ან იცხოვრონ, ან არ იცხოვრონ.
მაგრამ, ცხადია, ზნეობრივი ნორმებით ცხოვრება უფრო ძნელია, ვიდრე ზნეობრივი ნორმების გარეშე ცხოვრება. (შევედით იწროჲსაგან ბჭისა, რამეთუ ვრცელ არს ბჭე და ფართო არს გზაჲ, რომელსა მიჰყავს წარსაწყმედელად, და მრავალნი ვლენან მას ზედა. - მათე, 7,13). ამიტომ ლიბერალებს უფრო ადვილი ცხოვრება ურჩევნიათ, ზნეობრივი ნორმებით შეზღუდვის გარეშე, რადგან მაშინ უფრო ხელშესახებად გრძნობენ მათი იდეალის - თავისუფლების ხიბლს.
თანაც ლიბერალიზმის მთავარ პრინციპსაც იცავენმართალია, მე ასე ვიქცევი, - ამბობენ ისინი, - მაგრამ ჩემი თავისუფალი საქციელი არ გზღუდავს შენ!
სწორედ აქ ჩანს, თუ რატომაა სახიფათო ეს თითქოსდა ჰუმანური პრინციპი. ანუ, თუ ადამიანი არ ზღუდავს სხვას თავისი უზნეო ქცევით, მაშინ ეს პრინციპი მას უფლებას აძლევს, უზნეოდ მოიქცეს.
ამიტომ არცაა გასაკვირი, რომ ამ პრინციპზე დამყარებული თავისუფლება ხშირ შემთხვევაში აღვირახსნილობაში, უზნეობაში გადადის!
არც ისაა გასაკვირი, თუ რატომ ებრძვიან ლიბერალები ასე გააფთრებით ღმერთს, ეკლესიას, განსაკუთრებით მართლმადიდებელ ქრისტიანობას, რომელიც სწორედ ზნებრივი ნორმების დაცვისაკენ მოუწოდებს ადამიანებს. მორწმუნე ადამიანი შეძლებისდაგვარად თავს არიდებს ცოდვას, რადგან იგი შეზღუდულია ღვთაებრივი კანონებითთუ ღმერთი არსებობს, ყველაფერი მისი ნებაა და მის ნებას ვერ გადავალ. თუ არ არსებობს, ყველაფერი ჩემი ნებაა და უფლება მაქვს, ისე მოვიქცე, როგორც მსურს. (დოსტოევსკი).
ზნეობრივი  ნორმებისაგან განთავისუფლება, - სინამდვილეში უზნეობა, - ლიბერალებს ჭეშმარიტ თავისუფლებად მიაჩნიათ.
მაგრამ უზნეობა, რა თქმა უნდა, ყოველგვარი ცხოვრებისეული უკეთურების საფუძველს წარმოადგენს (პოლიტიკაში, ეკონომიკაში, კულტურაში...).
ამიტომ ასეთი „თავისუფლება“ ლიბერალებს, და არა მხოლოდ ლიბერალებს, საბოლოო ჯამში ძალიან ძვირი უჯდებათ. მის სავალალო შედეგებს მთელი კაცობრიობა იმკის. საბედნიეროდ, კაცობრიობა თანდათან რწმუნდება ლიბერალიზმის დამღუპველ არსში.
სამწუხაროდ, ამ გაუკუღმართებულმა განვითარებამ ლიბერალიზმის ის დადებითი ელემენტებიც გადაწონა, რითაც აფასებდნენ მას მისი მიმდევრები.
ყოველივე ამის გამო ლიბერალიზმი თავის დასასრულს უახლოვდება. სხვაგვარად არც შეიძლებოდა ყოფილიყო. მან ხომ ის ტოტი მოჭრა, რომელზედაც თავადაც იჯდა!
მაგრამ, იმედია, კაცობრიობა ფარისევლური "თავისუფლების" მანტიამორგებულ, ამ ჭირად გადაქცეულ, გაუკუღმართებულ მიმდინარეობასაც დაამარცხებს და ღვთაებრივი სიტყვა თავისუფლება“ დაიბრუნებს თავის ჭეშმარიტ არსსდა სცნათ ჭეშმარიტი, და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქვენ! (იოანე, 8,32)
და მაშინ ლიბერალიზმს, რომელმაც თავისი აღვირახსნილი თავისუფლება ღმერთის უარყოფით და ეკლესიის გმობით მოიპოვა, ბოლოს და ბოლოს, მოუწევს ნიცშეს უკანასკნელი სიტყვების გამეორება:
მაინც მაჯობე, ნაზარეველო!

2021
  


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ჩვენი სამი მთავარი პრობლემის მიზეზები სამწუხარო დასკვნითურთ

აქა ამბავი ჩვენი ურთიერთობისა რუსეთთან და ჩვენს ევროპელ-ამერიკელ სტრატეგიულ პარტნიორებთან

ანზორ აბჟანდაძე - "ვეფხისტყაოსანი და მისი ავტორი" (გამომცემლობა "მერწყული", 1994 წ)