სააზროვნო ქაოსი საქართველოში
საქართველოში უმძიმეს პრობლემებს რა გამოლევს! ეს თავისთავად დიდი უბედურებაა, მაგრამ კიდევ უფრო დიდი უბედურება ისაა, რომ ნებისმიერი პრობლემის შესახებ მსჯელობისას ისეთი არაჯანსაღი აყალ-მაყალი და ვაიუშველებელი ატყდება ხოლმე, რომ ლამის სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივიდეს საქმე. ეს კი, ბუნებრივია, პრობლემების არათუ გადაჭრას, არამედ პირიქით - კიდევ უფრო გამწვავებას უწყობს ხელს. ეს არის სამწუხარო პროდუქტი იმისა, რომ საქართველოს ცხოვრების ყველა სფეროში მეფობს წარმოუდგენელი სააზროვნო ქაოსი, რაც სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზითაა გამოწვეული. ასეთ სააზროვნო ქაოსში ძნელია გაამტყუნო ვინმე, თვით მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანიც კი, რომელიც რეალურ სიტუაციებში ყოველთვის უშეცდომოდ გარკვევას ვერ ახერხებს. არადა, ყველას ჰგონია, რომ სწორად აფასებს მოვლენებს და რომ მათ მსჯელობას წყალი არ გაუვა! სანამ სააზროვნო ქაოსის დამკვიდრების მიზეზებზე ვიმსჯელებდეთ, შევეცდები წინასწარ მოვხაზო გამოსავლის რაღაც კონტური მაინც: იქნებ, უპირველეს ყოვლისა, სწორედ ეს სააზროვნო ქაოსი ...