სააზროვნო ქაოსი საქართველოში


საქართველოში უმძიმეს პრობლემებს რა გამოლევს!

ეს თავისთავად დიდი უბედურებაა, მაგრამ კიდევ უფრო დიდი უბედურება ისაა, რომ ნებისმიერი პრობლემის შესახებ მსჯელობისას ისეთი არაჯანსაღი აყალ-მაყალი და ვაიუშველებელი ატყდება ხოლმე, რომ ლამის სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივიდეს საქმე. ეს კი, ბუნებრივია, პრობლემების არათუ გადაჭრას, არამედ პირიქით - კიდევ უფრო გამწვავებას უწყობს ხელს.

ეს არის სამწუხარო პროდუქტი იმისა, რომ საქართველოს ცხოვრების ყველა სფეროში მეფობს  წარმოუდგენელი სააზროვნო ქაოსი, რაც სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზითაა გამოწვეული.

ასეთ სააზროვნო ქაოსში ძნელია გაამტყუნო ვინმე, თვით მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანიც კი, რომელიც რეალურ სიტუაციებში ყოველთვის უშეცდომოდ გარკვევას ვერ ახერხებს.

არადა, ყველას ჰგონია, რომ სწორად აფასებს მოვლენებს და რომ მათ მსჯელობას წყალი არ გაუვა!

სანამ სააზროვნო ქაოსის დამკვიდრების მიზეზებზე ვიმსჯელებდეთ, შევეცდები წინასწარ მოვხაზო გამოსავლის რაღაც კონტური მაინც:

იქნებ, უპირველეს ყოვლისა, სწორედ ეს სააზროვნო ქაოსი გავითვალისწინოთ და საკუთარ შეხედულებებსა და წარმოდგენებს ცოტაოდენი ეჭვით მაინც შევხედოთ ხოლმე!!!

დღევანდელ ვითარებაში ესეც დიდი პროგრესი იქნებოდა!

------

ოკუპაციის მიზეზების შესახებ სიმართლე უნდა ვიცოდეთ.

მახსენდება საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო 10-20 წელი, როდესაც ყურები გვქონდა მიბჯენილი რადიომიმღებებზე, საიდანაც "ამერიკის ხმის", "თავისუფლების", "ბი-ბი-სის" და სხვა უცხოური რადიოსადგურების ტკბილი ჟღურტული გვესმოდა საბჭოთა პროპაგანდით გაბრუებულებს და მართალ სიტყვას დანატრებულებს.

მაგრამ მაშინ ვერ მივხვდით, როგორ ოსტატურად ჩაანაცვლა ძლიერი (და მობეზრებული) საბჭოთა პროპაგანდა კიდევ უფრო ძლიერმა (და ახალმა ხილმა) დასავლურმა პროპაგანდამ.

მილიარდობით დაფინანსებული უმძლავრესი დასავლური საინფორმაციო საშუალებების მიერ წარმოებულმა ზღვარდაუდებელმა პროპაგანდამ კომუნისტური რეჟიმის, ანუ საბჭოთა კავშირისანუ რუსეთის წინააღმდეგ არა მხოლოდ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა ააზვირთა, არამედ ჩვენში დანერგა ზღვარდაუდებელი რუსოფობია, რუსეთის წინააღმდეგ უკიდურესად მტრული განწყობილება.

და როდესაც საქართველოში ეთნოკონფლიქტებმა იფეთქა, რუსეთმა, რომლის მიმართ უკვე უკიდურესი სიძულვილით ვიყავით განწყობილნი, ბუნებრივია, აფხაზი და ოსი სეპარატისტების მხარე დაიკავა, მიუხედავად იმისა, რომ სეპარატიზმი რუსეთისთვისაც საშიში იყო.

ცხადია, ჩვენი ტერიტორიული პრობლემები დასავლეთის კისერზეა! მათი ანტირუსული ზღვარდაუდებელი პროპაგანდის მიერ შობილი რუსოფობიის ლოგიკური შედეგია!

მაგრამ მთავარი ისაა, რომ ამ ტერიტორიულ პრობლემებს, რაც რუსეთის მიმართ უკიდურესმა სიძულვილმა გამოიწვია, არ შეიძლებოდა მძიმე კვალი არ დაეტოვებინა ჩვენს აზროვნებაზე.

აზროვნებაზე იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, რომ სწორი აზროვნების გარეშე ვერავითარ პრობლემას ვერ გადავწყვეტთ.

(აქვე ვიტყვი, რომ ყველაზე მძაფრი საზოგადოებრივი დაპირისპირება სწორედ რუსოფობებსა და რუსეთთან რეალისტური, პრაგმატული ურთიერთობის მომხრეთა შორის არსებობს).

. . .

ახლა ეკონომიკური საკითხები განვიხილოთ, რამაც ასევე მძიმე კვალი დატოვა ჩვენს აზროვნებაზე.

ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისშიროდესაც ჩვენივე ბედოვლათობით და სხვების ხელშეწყობით მომხდარი სამოქალაქო ომის გამო საქართველო მართლაც თითქმის გაპარტახებული და დასახმარებელი იყოროგორ დაგვეხმარა ამერიკა-ევროპა?

მათი"რეკომენდაციით", ანუ ბრძანებით (იმდროინდელმა ხელისუფლებამ სხვა გზა ვერ დაინახაგარდა მათი მონური მორჩილებისა და მათი ბრძანებების უსიტყვოდ შესრულებისა), ჩვენ ჯართში უნდა ჩაგვებარებინა ფაბრიკა-ქარხნებიმწარმოებელი ქვეყნიდან მომხმარებელ ქვეყნად ვქცეულიყავით და ეკონომიკა მხოლოდ ტურიზმზე აგვეგოესე იგიგვითხრესჩვენ ვაწარმოებთ და თქვენ შეისყიდეთოეს იყო ყველაზე უარესი "რეკომენდაცია" (ანუ ბრძანება)რაც კი შეიძლება წარმოიდგინოს კაცმა.

ცხადიაჩვენი მრეწველობა დიდად ჩამოუვარდებოდა დასავლურს (საყოფაცხოვრებო დანიშნულების წარმოებებს ვგულისხმობთორემ სამხედრო მრეწველობა მეტი თუ არაარანაკლები იყო დასავლურზე), მაგრამ თუ ჩვენი ნამდვილი დახმარება უნდოდათ, მაშინ ან ჩვენი მრეწველობის მოდერნიზებაში უნდა დაგვხმარებოდნენანთუ ჩვენს ფაბრიკაქარხნებს ჯართში ჩაგვაბარებინებდნენსამაგიეროდ დასავლურ ტექნოლოგიებზე დამყარებული მრეწველობის განვითარებაში უნდა შეეწყოთ ჩვენთვის ხელი

არც ერთი გააკეთეს და არც მეორე! გვიბრძანეს მხოლოდ ჯართში ჩაბარება და მრეწველობაზე უარის თქმა! ამან გამოიღო ის სავალალო შედეგირაც დღესა გვაქვს.

სხვათა შორისდღესაც კიროდესაც სესხს ან გრანტს გვაძლევენმხოლოდ იმ პირობითრომ ეს სახსრები არ მოხმარდება მრეწველობის განვითარებას და მხოლოდ ინფრასტრუქტურისათვის უნდა გამოვიყენოთ (გზები, ხიდები... ცხადიაესეც საჭიროა. მით უმეტეს, მათაც სჭირდებათ!). 

მათი ინტერესების გამტარებელ ენჯეოებზე აღარას ვამბობმათთვის არ ენანებათ სახსრები!

არ ვამბობრომ მაინც და მაინც ჩვენი ჯინი ჭირდათ! არაჩვენნაირ ქვეყნებს ყველას ასე ექცევიანთუ რაიმე განსაკუთრებული ინტერესი არა აქვთ (მაგისრაელისამხრეთ კორეა...). ისინი მხოლოდ იმისთვის "გვეხმარებიან" ფინანსებითრომ გავლენის სფერო გაიფართოონ და რაღაც მიზნით პლაცდარმად გამოიყენონ ჩვენნაირი ქვეყნები! და არა ჩვენი ლამაზი თვალების გამო! ჩვენმაგალითადრუსეთის საწინააღმდეგო პლაცდარმად ვჭირდებითგამოჩნდა კიდეც აშკარად!

ამ უმძიმეს ეკონომიკურ პრობლემებს, რომლებიც ჩვენმა დასავლელმა "მეგობრებმა" გვარგუნა, არ შეიძლებოდა მძიმე კვალი არ დაეტოვებინა ჩვენს აზროვნებაზე.

. . .

ახლა ჩვენი სუვერენიტეტის საკითხი განვიხილოთ.

საბჭოეთში რაც ყველაზე მეტად გვაღელვებდა და სამართლიანად გვაღიზიანებდა, ეს იყო პოლიტიკური დამოუკიდებლობის საკითხიეს იყო მრავალთაგან ერთ-ერთი საკითხი, რომელიც შინაგანად ღრღნიდა საბჭოთა კავშირს

დაიშალა საბჭოთა კავშირი და მთელი არსებით მივენდეთ საოცნებო დასავლეთს.

რა მივიღეთ?

მე შორსა ვარ იმ აზრისაგან, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფო აბსოლუტურად დამოუკიდებელი უნდა იყოსეს შეუძლებელიაყველა ქვეყანა გარკვეულად შეზღუდულია სხვა ქვეყნებთან მრავალნაირი ურთიერთდამოკიდებულებითრაც უფრო მეტია ასეთი ურთიერთობანი, მით მეტად მცირდება დამოუკიდებლობის ხარისხი.

მაგრამ არსებობს ელემენტარული მახასიათებლები, რაც მეტ-ნაკლებად აქვთ დიდ თუ პატარა ქვეყნებს დამოუკიდებლობის თვალსაზრისით.

30
წელზე მეტია ჩვენ ამ ელემენტარული საკითხების გადაჭრასაც არ გვანებებენ ჩვენი დასავლეთელი "პარტნიორები" არც საგარეო, არც საშინაო პოლიტიკაშიეს ყველაფერი ყველასთვის ცნობილია და აღარ განვავრცობ (გავიხსენოთ თუნდაც ბოლო ამბები -რუსეთთან საჰარეო მიმოსვლის აღდგენის აკრძალვა, მაშინ, როცა მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებს, მათ შორის ნატოს წევრებსაც, აქვთ რუსეთთან საჰაერო მიმოსვლა; 3+3 ფორმატში მონაწილეობის აკრძალვა და სხვა უამრავი საკითხი).

დისკრიმინაციული და ყოვლად უსამართლო დამოკიდებულება საქართველოს მიმართ - აი, ეს მივიღეთ დასავლეთისაგან.

მრავალჯერ დაგვაყვედრეს ის ავადხსენებული 6 მილიარდი დოლარი, რომლის უმეტესი ნაწილი მათივე აგენტ ენჯეოებს მოახმარეს და მათივე გავლენის გაფართოებისათვის დახარჯეს, ხოლო მრეწველობის განვითარებისათვის ერთი ცენტიც არ დაგვახარჯინეს.

რეალურად რა მოგვცა ლიბერალურ დასავლეთთან "პარტნიორობამ" (ანუ დასავლეთის დიქტატმა) ამ 30-ზე მეტი წლის განმავლობაში?

გაპარტახებული ეკონომიკა, დაკარგული ტერიტორიები, უამრავი დევნილი, უამრავი მსხვერპლი, მოშლილი განათლების სისტემა, განახევრებული მოსახლეობა, გადაგვარებული ზნეობა, საშინლად შეზღუდული სუვერენიტეტი, უპერსპექტივობა, უიმედობა...

მიუხედავად ამისა, დღესაც აგრძელებენ ჩვენს საგარეო და საშინაო საქმეებში უხეშ ჩარევასრა დადებითი უნდა ვიფიქროთ დასავლეთზე, რომელიც ხელისუფლებაში ნაცების დაბრუნებას ცდილობს და სააკაშვილს "დემოკრატიის შუქურას" უწოდებსცინიზმი ამაზე შორს ვერ წავა!

ცალკე უნდა აღინიშნოს მუქარები და ზეწოლები სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, რაც ვერანაირ დემოკრატიულ ღირებულებებში და "პარტნიორული ურთიერთობების" ჩარჩოებში ვერ ჯდება.

დასავლეთის მიმართ ამ საშინელ იმედგაცრუებას ეროვნული სუვერენიტეტის შებღალვის თვალსაზრისით, არ შეიძლებოდა ასევე მძიმე კვალი არ დაეტოვებინა ჩვენს აზროვნებაზე.

. . .

ზემოთ სამი პრობლემა მოვიყვანე - ტერიტორიული მთლიანობა, ეკონომიკა, სუვერენიტეტი.

შეიძლებოდა გვემსჯელა კიდევ სხვა მძიმე პრობლემების  შესახებაც  (მაგალითად განათლების სისტემის მდგომარეობა), რასაც შეუძლებელია ასევე მძიმე კვალი არ დაეტოვებინა ჩვენს აზროვნებაზე.

ახლა დავფიქრდეთ:

ყოველი მხრიდან ამდენი მძიმე შემოტევისთვის როგორ უნდა გაეძლო ჩვენს ბედშავ აზროვნებას? 

და, ბუნებრივია, საქართველოში გამეფდა წარმოუდგენელი სააზროვნო ქაოსი!

------- 

უმორჩილესად გთხოვთ - ყველამ გავითვალისწინოთ ყოველივე ეს და ცოტაოდენი ეჭვით მაინც შევხედოთ ჩვენს საკუთარ შეხედულებებსა თუ წარმოდგენებს.

ანუ არ ვიყოთ ისეთი საშინელი კატეგორიულები, როგორებიც დღესა ვართ, ამ საშინელი სააზროვნო ქაოსის პირობებში.

ჩვენთან არს ღმერთი!

 

2023, ნოემბერი.

 

 

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ჩვენი სამი მთავარი პრობლემის მიზეზები სამწუხარო დასკვნითურთ

აქა ამბავი ჩვენი ურთიერთობისა რუსეთთან და ჩვენს ევროპელ-ამერიკელ სტრატეგიულ პარტნიორებთან

უნდა შევეგუოთ ისეთს, როგორიც არის? (ღია წერილი ბ-ნ ნოდარ წულეისკირს) (1990 წ)