"ქართული ოცნების" შეცდომათა 12 წლიანი კასკადი, ანუ ცალმხრივი სიყვარულის სიმბოლიკა
2012 წელს " ქართული ოცნების " ხელისუფლებაში მოსვლა განაპირობა იმ დიდმა მასობრივმა მღელვარებამ და უკმაყოფილებამ , რაც " ნაციონალური მოძრაობის " ფაშისტურმა მმართველობამ გამოიწვია . მიუხედავად ამ დიდი სახალხო უკმაყოფილებისა , ლიბერალური დასავლეთი მაინც " დემოკრატიის შუქურად " აცხადებდა ნაციონალურ მოძრაობას . სწორედ ამ ფონზე აშკარად იკვეთება " ქართული ოცნების " პირველი და დიდი შეცდომა - კოჰაბიტაცია . კოჰაბიტაცია , ცხადია , იყო ლიბერალური დასავლეთის მოთხოვნა , მაგრამ როცა ლიბერალური დასავლეთი " დემოკრატიის შუქურად " აცხადებდა ნაცმოძრაობის ფაშისტურ რეჟიმს , - ესე იგი , აბსოლუტურ უსამართლობას ავლენდა , - როგორ უნდა ნდობოდა მას ? როგორ უნდა შეესრულებინა მისი მოთხოვნა კოჰაბიტაციის შესახებ ? " ქართული ოცნება " მაინც ენდო ! ამ შეცდომას მოჰყვა სხვა შეცდომათა დაუსრულებელი კასკადი ... სანამ ამ შეცდომებს შევეხებოდე , თავიდანვე უნდა ვისარგებლო ტრაგიკომიკური ...