"ქართული ოცნების" შეცდომათა 12 წლიანი კასკადი, ანუ ცალმხრივი სიყვარულის სიმბოლიკა

 

2012 წელს "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლა განაპირობა იმ დიდმა მასობრივმა მღელვარებამ და უკმაყოფილებამ, რაც "ნაციონალური მოძრაობის" ფაშისტურმა მმართველობამ გამოიწვია.

მიუხედავად ამ დიდი სახალხო უკმაყოფილებისა, ლიბერალური დასავლეთი მაინც "დემოკრატიის შუქურად" აცხადებდა ნაციონალურ მოძრაობას.

სწორედ ამ ფონზე აშკარად იკვეთება "ქართული ოცნების" პირველი და დიდი შეცდომა - კოჰაბიტაცია.

კოჰაბიტაცია, ცხადია, იყო ლიბერალური დასავლეთის მოთხოვნა, მაგრამ როცა ლიბერალური დასავლეთი "დემოკრატიის შუქურად" აცხადებდა ნაცმოძრაობის ფაშისტურ რეჟიმს, - ესე იგი, აბსოლუტურ უსამართლობას ავლენდა, - როგორ უნდა ნდობოდა მას? როგორ უნდა შეესრულებინა მისი მოთხოვნა კოჰაბიტაციის შესახებ?

"ქართული ოცნება" მაინც ენდო!

ამ შეცდომას მოჰყვა სხვა შეცდომათა დაუსრულებელი კასკადი...

სანამ ამ შეცდომებს შევეხებოდე, თავიდანვე უნდა ვისარგებლო ტრაგიკომიკური შინაარსის მქონე ცნობილი მეტაფორით შეყვარებული გოგოს შესახებ, რომელსაც ერთი ბიჭი უყვარს, მაგრამ იმ ბიჭს სხვა გოგო უყვარს!

ჰოდა, რას აკეთებს ეს გოგო? იპრანჭება, იგრიხება, ათასგვარ ხრიკს ხმარობს, რომ უფრო გალამაზდეს და იმ ბიჭს თავი მოაწონოს! ნებისმიერ სურვილს უსრულებს იმ ბიჭს, რომ როგორმე მისი გული მოიგოს! ხან სასოწარკვეთლებაში ვარდება, ხან თავს აცოდებს იმ ბიჭს, ხან თავს იმცირებს მის წინაშე, ხან თავს აბეზრებს, ხან ემუქრება...

მაგრამ არაფერი გამოსდის, რადგან -

იმ ბიჭს სხვა გოგო უყვარს!!!

ბოლოს მიხვდება, რომ არაფერი გამოსდის და აჯობებს სხვა ბიჭისკენ გაიხედოს, რომელსაც ადრე უყვარდა და ეს არ პასუხობდამაგრამ... უკვე გვიანაა! დაბერდა, დაუშნოვდა იმ ბიჭის ამაო დევნაში!

და აღარც იმ სხვა ბიჭს მოსწონს, რომელსაც ადრე უყვარდა და ეს არ პასუხობდა, და, რომელიც, მგონი, სხვაზე დაქორწინებულა კიდეც...

ჰოდა, იმ საცოდავი გოგოს დღეშია  ეს ჩვენი "ქართულ ოცნება"!

უყვარდა ლიბერალური ევროპა და რა ექნა? - ყველაფერს უსრულებდა, ოღონდაც მისი გული მოეგო!

როგორც კი კოჰაბიტაცია მოსთხოვა ლიბერალურმა ევროპამ, მაშინვე დასთანხმდა, რადგან უყვარდა ლიბერალური ევროპა და ენდობოდა მას, მისი სიყვარულით დნებოდა!

როგორც კი მოსთხოვა ლიბერალურმა ევროპამ, რომ გაეგრძელებინა განათლების რეფორმის ის კურსი, რომელიც ნაცმოძრაობას დააწყებინა, ამაზეც მაშინვე დასთანხმდა, რადგან უყვარდა და ენდობოდა ლიბერალურ ევროპას! (რაც მოჰყვა ამ ლიბერალურ განათლების რეფორმას, კარგად ვხედავთ დღეს რუსთაველზე - ტვინგამორეცხილი, უგზო-უკვლოდ განათლებლი, და ამიტო ადვილად სამართავი ჯენ-ზი თაობის სახით!).

როგორც კი ლიბერალურმა ევროპამ ანტიდისკრიმინაციის კანონის მიღება მოსთხოვა, ოცნებამ მაშინვე მიიღო - ჩვენი პატრიარქის წინააღმდეგობის მიუხედავად! უყვარდა ლიბერალური ევროპა და ენდობოდა მას! მისი გულის მოგებისათვის პატრიარქსაც კი გადაუდგა!

ამას  მოჰყვა კანონი ბავშვთა უფლებების შესახებ!

ამას მოჰყვა კანონი ოჯახური ძალადობის და გენდერული პოლიციის შესახებ...

და .. და ..

ყველა ამ კანონს ცუდი შედეგები მოჰყვა

ცალკე უნდა აღინიშნოს ოცნების საკადრო პოლიტიკა

"საყვარელი" ლიბერალური დასავლეთის უხეში ჩარევითა და ზეწოლით ინიშნებოდნენ და "ირჩეოდნენხელისუფლების ყველა ორგანოში - პრეზიდენტები, მინისტრები, გენერალური პროკურორები, სახალხო დამცველები, პარლამენტარები... რომელთა დიდმა ნაწილმა ოცნებას უღალატა და ზურგში მახვილი ჩასცა... 

ცალკე უნდა აღინიშნოს ლიბერალური დასავლეთის აგენტი ენჯეოები, რომლებიც გააპარპაშა და თავზე დაისვა "ქართულმა ოცნებამ"...

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ლიბერალური დასავლეთის მოთხოვნით "კონსერვატორების" უმკაცრესი დასჯა და დევნა-შევიწროება ლგბტ პრაიდის ჩაშლისა და, საერთოდ, ლგბტ პროპაგანდის მიმართ მკვეთრად უარყოფითი პოზიციის გამო!

ამას მოჰყვა ამ შეცდომათა "გვირგვინი": ლიბერალური დასავლეთის მოთხოვნით პარტია "კონსერვატიული მოძრაობის" გაუქმება, შემდეგ კი კონსერვატორებისთვის სხვა პარტიის "ქართული იდეის" საჩუქრად გადაცემის შემდეგ ამ მეორე პარტიის გაუქმებამდე მიყვანაც...

ყოველი ამ ქმედებით "ქართულმა ოცნებამ" არა მხოლოდ შეცდომები დაუშვა, არამედ სერიოზული პოლიტიკური  დანაშაულებიც ჩაიდინა!  

კოჰაბიტაცია; დამღუპველი კანონების მიღება; ლიბერალური დასავლეთის ნაკარნახევი საკადრო პოლიტიკა; აგენტი ენჯეოების გაპარპაშება; კონსერვატორების დევნა-შევიწროება და მათი ორი პარტიის მიმართ ჩადენილი ფაშისტური საქციელი; - ეს ყველაფერი გამოწვეულია ლიბერალური ევროპისადმი მისი უგონო სიყვარულის, ერთგულების, მორჩილების, თავის მოტყუების, თავის დამცირების გამო, მისი ყველა მოთხოვნის უპირობო შესრულების გამო!

ასე იცის ცალმხრივმა უგონო სიყვარულმა! ან უგონო სიყვარულობანას თამაშმა!

ოცნებას არა და არ უნდოდა იმის დანახვა, რომ ლიბერალურ ევროპა-ამერიკას ის კი არა,  სხვა უყვარდა და დღესაც უყვარს, - ესაა კოლექტიური ნაცმოძრაობა, ლიბერალური დასავლეთის ნების უსიტყვო შემსრულებელი და მასთან სრულ ზნეობრივ ჰარმონიაში მყოფი რადიკალური ოპოზიცია!

ბოლოს, როგორც იქნა, დაინახა, და გაუბედავად და საწყლად დაიწყო კიდეც  ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისი ზოგიერთი კანონის მიღება, რამაც, როგორც მოსალოდნელი იყო, ლიბერალური დასავლეთის საშინელი განრისხება გამოიწვია!

ჰო, როგორც იქნა, დაინახა, რომ "ცალმხრივი სიყვარულის" მსხვერპლი იყო, მაგრამ, სამწუხაროდ,  უკვე გვიანაა! - "ქართული ოცნება" იმ გოგოსავით დაბერდა, დაუშნოვდა, დაუძლურდა...

ამდენი შეცდომების შემდეგ ვინღა ენდობა, რაც არ უნდა ტყავი გამოიცვალოს და გაუქმებული კონსერვატორების ნაცვლად თავად გაკონსერვატორდეს? ამოეწურა ნდობის მანდატი! (ღმერთმა ჰქნას, ვცდებოდე!).

ის სასწაული თუღა უშველის, რომ მართლა გამოიცვალოს ტყავიც და არსიც, აღიაროს შეცდომები, ბოდიში მოუხადოს ქართველ ხალხს, ბოდიში მოუხადოს ამ ხალხის სულისკვეთების გამომხატველ კონსერვატორებს, "გაახალგაზრდავდეს", ახალი ცხოვრება დაიწყოს!

მაგრამ ამისათვის ვინ მიაწვდის ჯადოსნურ ელექსირს?

31 მაისი, 2024

 

 

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ჩვენი სამი მთავარი პრობლემის მიზეზები სამწუხარო დასკვნითურთ

აქა ამბავი ჩვენი ურთიერთობისა რუსეთთან და ჩვენს ევროპელ-ამერიკელ სტრატეგიულ პარტნიორებთან

ანზორ აბჟანდაძე - "ვეფხისტყაოსანი და მისი ავტორი" (გამომცემლობა "მერწყული", 1994 წ)