Сообщения

Сообщения за июнь, 2024

აქა ამბავი ჩვენი ურთიერთობისა რუსეთთან და ჩვენს ევროპელ-ამერიკელ სტრატეგიულ პარტნიორებთან

  ამ ბლოგით მინდა წარმოვადგინო    ჩვენი ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის, და "სტატეგიული პარტნიორების" - ამერიკისა და ევროპის (ევროკავშირი, ნატო) "პოლიტიკური პორტრეტები". წინასწარ უნდა აღვნიშნო, რომ მე ამ ქვეყნებთან დაკავშირებით მხოლოდ პოლიტიკაზე ვილაპარაკებ და არა მათ კულტურაზე, რადგან მიმაჩნია, რომ პოლიტიკისა და კულტურის აღრევა უკიდურეს სიმახინჯემდე მიდის ხოლმე (მაგ. პროტესტის ნიშნად რუსოფობის მიერ რუსული კულტურის ლანძღვა, ან ანტიევროპელის მიერ ევროპული კულტურის ლანძღვა). მაშ, შევუდგეთ საქმეს. რუსეთი რომ არად დაგიდევთ სხვა ქვეყნების ინტერესებს და მხოლოდ საკუთარი ინტერესების შესაბამისად იქცევა, ეს არ ახალი ამბავია. (ისე, ყველა დიდი და ძლიერი  ქვეყანა ასე იქცევა). ეს არის რეალური მოცემულობა და თუ გვინდა, ამ მოცემულობისაგან არ დავზარალდეთ, პირიქით - როგორმე უნდა ვეცადოთ ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად მის გამოყენებას. ეს რეალ-პოლიტიკის ელემენტარული ანბანია.  პირველ რიგში უნდა გავიხსენოთ, რომ რუსეთი მწარედ სჯის ყველა მეზობელ ქვეყანას, ვინც მისი მტრ...