უნდა შევეგუოთ ისეთს, როგორიც არის? (ღია წერილი ბ-ნ ნოდარ წულეისკირს) (1990 წ)
ეს ღია წერილი 1990 წლის აგვისტოშია დაწერილი, წლინახევრით ადრე ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობამდე. წერილში ის მძიმე ვითარებაა აღწერილი, რაც კარგად გამოიყენა ჩვენმა ყოველი ჯურის მტერმა და იმ სამწუხარო მოვლენამდე მიგვიყვანა , რამაც დიდწილად განსაზღვრა საქართველოს შემდეგდროინდელი ბედი. სამწუხაროდ, ამ წერილის გამოქვეყნება ბევრმა იმ დროს არ მიიჩნია მიზანშეწონილად... დღეს, რასაკვირველია, დაგვიანებულია, მაგრამ ისტორიისათვის მაინც გამოდგება. ბ-ნო ნოდარ! გაზეთ "მამულში" ( № 13 (21), ივლისი, !990) წავიკითხე თქვენი წერილი "ლიტერატურული მონანიება", რომლის ერთ ქვეთავში - "ავთანდილობა" - წერთ: "სიბრმავემდე მისული ერთგულება ("სიბრმავე " , რა თქმა უნდა, კარგი გაგებით!) - აი, ეს არის ავთანდილობა." ვერა, ბ - ნო ნოდარ, ვერ დაგეთანხმებით! ავთანდილი არ არის "სიბრმავემდე მისული ერთგული". მის ერთგულებას საფუძვლად უდევს არა სიბრმავე (თუნდაც კარგი გაგებით), არამედ საღი თვალით დანახული რეალობა, სიმართლე და ჭეშმარიტება. სხვაგვარა...