გამოსავალია ჰარმონიზირება ბუნებასთან (2013-17 წწ)
დღეს საქართველოში (ცხადია, არა მხოლოდ საქართველოში, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ პირველ რიგში საქართველო გვაინტერესებს) საზოგადოებაში მწვავე დაპირისპირებაა ლგბტ-სთან დაკავშირებით. ცხადია, ერთმანეთს უპირისპირდებიან, ერთის მხრივ, ლგბტ-ს, ანუ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის წარმომადგენლები და მათი უფლებადამცველები (უმცირესობა), მეორეს მხრივ, ის ადამიანები, რომელთაც ტრადიციული, ბუნებრივი სექსუალური ცხოვრება აქვთ (უმრავლესობა).
ყველაზე მძაფრად ეს დაპირისპირება გამოვლინდა 2013 წლის 17 მაისს, როდესაც ლგბტ-ს წარმომადგენელთა აქციას დაუპირისპირდა ხალხის უზარმაზარი მასა, რომელშიც, შეიძლება ითქვას, წამყვან როლს თამაშობდნენ სასულიერო პირები. ამ დაპირისპირებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, დაწყებული სერიოზული სამართლებრივი პროცედურებით და დამთავრებული „ტაბურეტკასთან“ დაკავშირებული საფეისბუკო იუმორით.
საერთოდ, ამ ორი მხარის დაპირისპირება მეტ-ნაკლები სიმწვავით დღემდე გრძელდება და არავინ იცის, როდის დასრულდება, ან კიდევ რა სახით გამოვლინდება.
ცხადია, ამ საკმაოდ მწვავე პრობლემას როგორღაც მოგვარება სჭირდება.
მაგრამ მოგვარებისათვის ჯერ პრობლემაში ჩაღრმავებაა საჭირო.
ჩვენც ვცადოთ.
ცხადია, ი უ რ ი დ ი უ ლ ა დ ორივე მხარეს აქვს უფლება, ისეთი წარმოდგენა ჰქონდეთ სექსუალურ ცხოვრებაზე და ისე იცხოვრონ, როგორც სურთ.
რაც შეეხება მ ო რ ა ლ უ რ უფლებებს, აქ საქმე საკმაოდ რთულადაა.
ჯერ გვერდზე გადავდოთ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონეთა საკითხი და განვიხილოთ, რა ზნეობრივი დარღვევები არსებობს საერთოდ ტრადიციულ სქესობრივ ურთიერთობებში.
უპირველესად განვსაზღვროთ საწყისი წერტილი.
ალბათ, უპრიანი იქნება, საწყის წერტილად მივიჩნიოთ ეკლესიის თვალსაზრისი.
მართლაც, ეკლესიის პოზიციით (რომელიც, ვფიქრობ, მართებულია) ღვთივკურთხეულია ქორწინება, ცოლქმრული ცხოვრება ანუ შთამომავლობის გაჩენა, რეპროდუქცია. ეკლესიის ეს პოზიცია სრულიად გასაგები და ლოგიკურია, რადგან ბუნებაში სქესობრივი ორგანოები სწორედ გამრავლებისათვის არის შექმნილი. აქ ეკლესიის პოზიცია სავსებით ემთხვევა ბუნებაში არსებულ გამრავლების წესს.
ამ საწყისი წერტილიდან ნებისმიერი გადახრა სექსუალური თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ი ს მიმართულებით - უკვე არაზნეობრიობას წარმოადგენს და ბუნების კანონებს არ შეესაბამება. რაც უფრო შორდება ადამიანი ამ წერტილს, არაზნეობრიობის ხარისხიც იზრდება და ნაირგვარ სიმახინჯემდე მიდის.
ეკლესიის თვალსაზრისით (და უბრალო ადამიანური თვალსაზრისითაც) ცოდვას წარმოადგენს საწყისი წერტილიდან გარკვეული დაშორება - ქორწინების გარეშე ურთიერთობანი და ცოლ-ქმარის მიერ ერთმანეთის ღალატი.
საწყისი წერტილიდან კიდევ უფრო მეტი დაშორება ცოდვის სიმძიმესაც კიდევ უფრო ზრდის.
თუ გადახედავთ პორნოსაიტებს, იხილავთ სექსუალურად სრულიად ჯანმრთელ მამაკაცებს და ქალებს, რომლებიც ბუნებრივი სექსუალური აქტით იწყებენ, შემდეგ კი აგრძელებენ გაუკუღმართებული, არაბუნებრივი, უმახინჯესი ფორმით.
გაუკუღმართებული სექსუალური აქტი არა მხოლოდ გარყვნილებაა, არამედ ხელოვნურად მოგონილი სიმახინჯეც, და, შესაბამისად, გარყვნილების უმაღლესი სახეც.
ცხადია, ასეთ, ფიზიოლოგიურად სრულიად ჯ ა ნ მ რ თ ე ლ მამაკაცებს და ქალებს, რომლებიც უკუღმართ სექსს ეწევიან, მორალური უფლება არ აქვთ ფიზიოლოგიურად ა რ ა ჯ ა ნ მ რ თ ე ლ ი ადამიანების ის უკუღმართი სექსუალური საქციელი დაგმონ, რასაც თ ა ვ ა დ სჩადიან, თუმცა ფიზიოლოგიურად ჯანმრთელები არიან.
ეს, ასე ვთქვათ, პრობლემის მორალური მხარეა.
ამ პრობლემას კი ტრადიციული და არატრადიციული სექსუალური გამოვლინებებისადმი მცდარი მიდგომა წარმოშობს, რაც იმაში გამოიხატება, რომ ტრადიციული სექსის მიმდევარ (ანუ სექსუალურად ჯანმრთელ) ადამიანებს სექსუალურ გარყვნილებას ასე თუ ისე ჰპატიობენ, ხოლო არატრადიციულებს - არა. სწორი მიდგომა კი ის იქნებოდა, რომ სექსუალური გარყვნილება ა რ ც ე რ თ ი ს ა თ ვ ი ს არ მიჩნეულიყო საპატიებლად.
არატრადიციული სექსუალური მისწრაფება ფიზიოლოგიური დაავადებაა, თუმცა არსებობს სხვა აზრიც, რომლის თანახმად სექსუალური გადახრა დაავადება კი არაა, არამედ ზნეობრივი კატეგორიის მოვლენა, მაგრამ მაშინ როგორ უნდა აიხსნას ის ფაქტი, რომ სექსუალური გადახრა ც ხ ო ვ ე ლ ე ბ შ ი ც არსებობს? ცხოველებშიც ზნეობრივი კატეგორიის მოვლენაა?
სექსუალური გადახრა, როგორც სნეულება, ისევე, როგორც ნ ე ბ ი ს მ ი ე რ ი სხვა სნეულება, არაა უზნეობა, მაგრამ ის უზნეობად იქცევა მ ა შ ი ნ ვ ე, როგორც კი რ ე ა ლ უ რ სექსუალურ ურთიერთობაში გამოვლინდება, ანუ არაბუნებრივ, უკუღმართ სექსუალურ აქტად განხორციელდება. სექსუალური გადახრის მქონე ადამიანებმა, თუ სურთ ზნეობის ჩარჩოებში დარჩნენ, საერთოდ უნდა შეიკავონ თავი სექსუალური ცხოვრებისაგან (ანუ უკუღმართი სექსუალური ცხოვრებისაგან), არათუ მისი პროპაგანდა და მისით თავმოწონება დაიწყონ, და უნდა შეეგუონ თავიანთ ფიზიოლოგიურ არასრულფასოვნებას ისე, როგორც ჩვეულებრივი ადამიანები ხდებიან ზოგჯერ იძულებულნი, შეეგუონ (და არა პროპაგანდირება გაუწიონ) სხვადასხვა ცხოვრებისეულ უბედურებას (მაგალითად, შვილის, ახლობლის დაღუპვას), ან ფიზიკურ ნაკლს (მაგალითად, სიბრმავეს, სიყრუეს და სხვ.).
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ყველაზე დიდი დანაშაული არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების წინაშე მიუძღვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, რომელმაც მათ ავადმყოფობის სტატუსი მოუხსნა (ალბათ ხმათა უმრავლესობით!!!) და მათ განკურნების შესაძლებლობის იმედი გადაუწურა. 17 მაისი ამ უბედური ადამიანებისათვის საზეიმო კი არა, სამგლოვიარო თარიღი უნდა იყოს.
ამ დიდი დანაშაულის თანამონაწილენი არიან ამ, სწორედაც რომ უბედური ადამიანების ფსევდოლიბერალი „უფლებადამცველები“, რომლებიც მათი გ ა ნ კ უ რ ნ ე ბ ი ს საშუალებების კვლევა-ძიებისაკენ კი არ მოუწოდებენ სამედიცინო სამყაროს, არამედ, ფაქტობრივად, წამახალისებელნი არიან ამ ადამიანებში უკუღმართი სექსუალური გამოვლინებებისა, სხვადასხვა გამართლებას უძებნიან მათს უკუღმართ სექსუალურ პრაქტიკას და ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებასაც კი მოითხოვენ. ეს ვაი-უფლებადამცველები, ფაქტობრივად, ამ უბედური ადამიანების მტრები არიან, რადგან ასეთი „უფლებების დაცვით“ დათვურ სამსახურს უწევენ ზოგადად ამ სნეულებით დაავადებულ ადამიანებს და საზოგადოების უდიდეს ნაწილში მათ მიმართ უკურეაქციას იწვევენ.
ზოგს მიაჩნია, რომ სექსუალური გადახრის მქონე ადამიანების მოხსენიება „ავადმყოფებად“ მათი შეურაცხყოფაა. რატომ ვაკნინებთ ამ სიტყვას? შეურაცხყოფის მიზნით ვინმესთვის „ავადმყოფის“ დაძახება კი არა, ზოგჯერ „გენაცვალესაც“ შეურაცხყოფის მიზნით ამბობენ. რა ვქნათ ახლა - „გენაცვალეც“ შეურაცხმყოფელ სიტყვად შევრაცხოთ?
შეიძლება „ავადმყოფის“ დაძახებას მართლაც შეურაცხყოფის ელფერი დაჰკრავდეს, მაგრამ სექსუალური გადახრის მქონე ადამიანების მ ი ჩ ნ ე ვ ა ავადმყოფად სრულებით არაა შეურაცხმყოფელი.
პირიქით, მათი ავადმყოფად მიჩნევა სწორედ სიყვარულის და სიკეთის გამოვლინებაა, რადგან ავადმყოფებს ნორმალური ადამიანი სწორედ ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი ს ა და ს ი კ ე თ ი ს გამოვლინებით - მ ზ რ უ ნ ვ ე ლ ო ბ ი თ ეპყრობა! საძულველი ავადმყოფობაა და არა ავადმყოფი.
ეს ადამიანები სწორედ მათი „უფლებების დამცველებს“ ჰყავთ გამოკეტილი ნამდვილ სულიერ „საკონცენტრაციო ბანაკებში“, როგორც კეთროვანები ჰყავდათ ლეპროზარიუმში, რადგან კეთრი, როგორც ამ შემთხვევაში ლგბტ, განუკურნებელ ავადმყოფობად მიაჩნდათ.
მაგრამ მედიკოსთა უმეტესობას მიაჩნია, რომ ეს არის ავადმყოფობა, და რომ ავადმყოფობის სიიდან მისი ამოღება იყო არა მ ე ც ნ ი ე რ უ ლ ი, არამედ პ ო ლ ი ტ ი კ უ რ ი გადაწყვეტა, ლგბტ-ს მხრიდან არეულობების მოწყობის მუქარების გამო. ამის შესახებ სწერენ ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის წევრები ჯ. სატინოვერი, რ. ვონჰოლდტი და სხვები. (იხ. გუგლის რუსული მასალები).
სამედიცინო სამყაროს უფრო ენერგიულად უნდა ეზრუნა განკურნების მეთოდების შექმნაზე. ჯანმრთელობის საერთაშორისო ასოციაციამ კი ხელები დაიბანა (სამწუხაროდ, პოლიტიკური თვალსაზრისით, - ლგბტ-ს ზეწოლის შედეგად).
გარკვეულ ეტაპებზე მრავალი ავადმყოფობა მიიჩნეოდა განუკურნებლად, მაგრამ მერე შეძლეს განკურნების საშუალებების მიგნება, თუმცა ბევრი შრომა და ძიება დასჭირდათ. ასე მოხდება ამჯერადაც, თუკი სამედიცინო სამყარო ლგბტ-ს ზეწოლას გაუძლებს, მათ ისევ ავადმყოფებად მიიჩნევს, გამოავლენს ავადმყოფების მიმართ ექიმთა ჩვეულ დამოკიდებულებას - გულისხმიერებას, სიყვარულსა და სიკეთეს, - და მათი განკურნების საშუალებათა ძიებას სერიოზულად მოჰკიდებს ხელს.
ერთი სიტყვით, ფაქტია, რომ პრობლემა არსებობს და მას სჭირდება მოგვარება და არა შიშველი ემოციებითა და რიხიანი შეძახილებით სექსუალურ უმცირესობათა წარმომადგენლების ცემა-ტყეპა და ჯოჯოხეთის მდუღარე კუპრით დამუქრება.
დარწმუნებული ვარ, ის სასულიერო პირებიც, რომლებიც 2013 წლის 17 მაისს მომიტინგეთა შორის იყვნენ, ზნეობის სადარაჯოზე დგანან, მაგრამ არსებული რეალობიდან აშკარად ჩანს, რომ ისინი პრობლემას ღრმად ვერ წვდებიან და მხოლოდ რელიგიური მცნებების შეხსენებითა და ძალადობით ცდილობენ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრას. არადა, აჯობებდა, სულ მცირე, არატრადიციული ორიენტაციის მიმდევართა გაჯანმრთელებისათვის მაინც ელოცათ, ან, უფრო უკეთესი იქნებოდა, სამედიცინო საზოგადოებისათვის მოეწოდებინათ, რომ მათი განკურნების მიზნით სათანადო ეფექტური საშუალებები მოეძიათ საერო ხელისუფლებასთან ერთად. მეტიც, სასურველი იქნებოდა, თავიანთი წვლილიც შეეტანათ ასეთი კომპლექსური კვლევების დაფინანსებაში. ცარიელი ქადაგებითა და ძალადობით ავადმყოფობა არ იკურნება (თუ მხედველობაში არ მივიღებთ სასწაულებრივ განკურნებებს). უფრო ლოგიკური კი ის იქნებოდა, რომ იმავე სასულიერო პირებმა უპირველესად სქესობრივად სრულიად ჯანმრთელი ადამიანები დაგმონ (თუნდაც ჭინჭრებითა და როზგებით ცემონ), რომლებიც უკუღმართ სექსს ეწევიან, თუმცა ბუნებრივი სექსის უნარი აქვთ. არადა, 2013 წლის17 მაისს გამძვინვარებულ მასაში მათ გვერდით ასეთი ადამიანებიც ალბათ საკმაოდ იდგნენ...
ვფიქრობ, გამოსავალი ერთია: ადამიანებმა უნდა მოახდინონ თავიანთი ქცევებისა თუ შეხედულებების ჰ ა რ მ ო ნ ი ზ ი რ ე ბ ა ბუნების მიერ დამკვიდრებულ წესებთან, კერძოდ: ადამიანის სქესობრივი ცხოვრების მიზანი უნდა იყოს უ პ ი რ ა ტ ე ს ა დ შთამომავლობის გამრავლება, რეპროდუქცია, და არა სიამოვნება, გართობა და ა.შ. (სიამოვნება და გართობა სხვა, არასექსუალური საშუალებებითაც შეიძლება).
და რაც დღეს განსაკუთრებით მთავარია: განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანებმა უნდა შ ე ი გ ნ ო ნ, რომ ისინი დაავადებულნი არიან ფიზიოლოგიურად (სანამ სამედიცინო სამყარო მათი განკურნების საშუალებებს არ შეიმუშავებს), და საერთოდ თავი უნდა შეიკავონ ფაქტობრივად მახინჯი, უკუღმართი სექსუალური ცხოვრებისაგან; უნდა შეიგნონ, რომ თავშეკავების მაგივრად ასეთი სექსუალური ცხოვრებით თავმოწონება და მისი აფიშირება ს ა მ ა რ თ ლ ი ა ნ ა დ აღიზიანებს ადამიანების უზარმაზარ მასას.
ვფიქრობ, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ექნებათ ორივე მხარეს, ერთმანეთის განსჯისა და განკითხვის მორალური უფლება.
მაგრამ არც ეს განკითხვა გახდება საჭირო, თუ ორივე მხარე მორალური პრინციპებით იცხოვრებს. მაშინ ერთმანეთის განსასჯელიც არაფერი ექნებათ; მაშინ არც სექსუალურ უმცირესობათა უფლებადამცველი მოძრაობა იქნება საჭირო და აღარც მათი დაწიოკება.
მოკლედ რომ ვთქვათ, სექსუალური თავისუფლების პრინციპებს ზნეობის თვალსაზრისით სერიოზული გადახედვა და ბუნების კანონებთან ჰარმონიზირება სჭირდება.
არადა, ზნეობრივი პრინციპებით ცხოვრება სავსებით შესაძლებელია, თუ გავიხსენებთ ბერების, ა ს კ ე ტ ე ბ ი ს ცხოვრებას, და, რაც მთავარია, საეკლესიო თვალსაზრისს - სრულიად ბ უ ნ ე ბ რ ი ვ ს, სამართლიანს და ლოგიკურს - რომ ღვთივკურთხეულია ქორწინება, ცოლ-ქმრული ცხოვრება, ანუ შთამომავლობის გაჩენა, რეპროდუქცია.
საჭიროა, ადამიანები დაუბრუნდნენ ამ საწყის წერტილს!
ცხადია, ეს იდეალური ვითარება იქნებოდა.
იდეალი კი იმის იდეალია, რომ მისი მიღწევა შ ე უ ძ ლ ე ბ ე ლ ი ა.
მაგრამ იდეალის დასახვა აუცილებელია, რადგან მას ადამიანები, მართალია, ვერასოდეს აღწევენ, მაგრამ, სურვილისა და ძალისხმევის შემთხვევაში, გარკვეულწილად უ ა ხ ლ ო ვ დ ე ბ ი ა ნ...
2013, 20 მაისი; 2017
Комментарии
Отправить комментарий