ჩვენი სამი მთავარი პრობლემის მიზეზები სამწუხარო დასკვნითურთ

1. ჩვენი ტერიტორიული პრობლემების მიზეზი

მახსენდება საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო 10-20 წელი, როდესაც ყურები გვქონდა მიბჯენილი რადიომიმღებებზე, საიდანაც "ამერიკის ხმის", "თავისუფლების", "ბი-ბი-სის" და სხვა უცხოური რადიოსადგურების ტკბილი ჟღურტული გვესმოდა საბჭოთა პროპაგანდით გაბრუებულებს და მართალ სიტყვას დანატრებულებს.

მაგრამ მაშინ ვერ მივხვდით, როგორ ოსტატურად ჩაანაცვლა ძლიერი (და მობეზრებული) საბჭოთა პროპაგანდა კიდევ უფრო ძლიერმა (და ახალმა ხილმა) დასავლურმა პროპაგანდამ.

დასავლეთზე მხოლოდ დადებითი გვესმოდა (უარყოფითს მორცხვად გვიმალავდნენ), ხოლო საბჭოეთზე (რუსეთზე) - მხოლოდ უარყოფითი (დადებითზე მორცხვად დუმდნენ), რაც ძალიან გვსიამოვნებდა! 

ეს იყო საბჭოთა პროპაგანდის უდიდესი მარცხი დასავლური პროპაგანდის წინაშე. "აი, სწორედ ამიტომ არ გვიშვებენ საზღვარგარეთ, რომ ჩვენი თვალით არ ვიხილოთ დასავლური სამოთხე!" - ვამბობდით ჩვენ. 

რა შედეგი მოჰყვა მილიარდობით დაფინანსებული და უმძლავრესი საინფორმაციო საშუალებებით განხორციელებული დასავლური პროპაგანდის ამ გამარჯვებას?

მოჰყვა ის, რომ კომუნისტური რეჟიმისანუ საბჭოთა ვშირისანუ რუსეთის წინააღმდეგ არა მხოლოდ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა აზვირთდა, არამედ ჩვენში დაინერგა ზღვარდაუდებელი რუსოფობიარუსეთის წინააღმდეგ  უკიდურესად მტრული განწყობილება.

და რა მოჰყვა ამას?

მოჰყვა ის, რომ როდესაც საქართველოში ეთნოკონფლიქტებმა იფეთქა, რუსეთმა, რომლის მიმართ უკვე უკიდურესი სიძულვილით ვიყავით განწყობილნი, ბუნებრივიააფხაზი და ოსი სეპარატისტების მ ხ ა რ ე  დაიკავამიუხედავად იმისარომ სეპარატიზმი რუსეთისთვისაც საშიში იყო.

(ასე იქცევა ყველა ნორმალური ადამიანი, როდესაც დაინახავს, რომ ორი ადამიანი ჩხუბობს, ერთი მისი მეგობარი, მეორე კი მისი მტერი, ცხადია, თავის მეგობრის მხარეს დაიკავებს, რაც არ უნდა ტყუოდეს ის.)

რუსეთის  ასეთმა იმპერიალისტურმა ქმედებამ (თუმცა ამჯერად ჩვენი უკიდეგანო რუსოფობიით გამოწვეულმა) კიდევ უფრო გაამძაფრა დასავლეთის მიერ ჩვენში ისედაც წარმატებით დანერგილი საშინელი რუსოფობია.

ეს გახლავთ ჩვენს თვალწინ მომხდარი ფაქტები! 

და რა დასკვნა გამოდის ამ ფაქტებიდან?

ის, რომ  ჩვენი ტერიტორიული პრობლემების ლომის წილი  დასავლეთის კისერზეა! მათი ანტირუსული ზღვარდაუდებელი პროპაგანდის მიერ შობილი რუსოფობიის ლოგიკური შედეგია

(აქ მ ხ ო ლ ო დ დასავლური პროპაგანდის დამღუპველ შედეგებს ვეხები და არა სხვა რეალურ კონკრეტულ მიზეზებს, რაც დასავლეთს აქვს რუსეთის მიმართ, და რასაც ემსახურებოდა ეს პროპაგანდა).

 

2. ჩვენი ეკონომიკური პრობლემების მიზეზი

ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისშიროდესაც ჩვენივე ბედოვლათობით და სხვების ხელშეწყობით მომხდარი სამოქალაქო ომის გამო საქართველო მართლაც თითქმის გაპარტახებული და დასახმარებელი იყოროგორ დაგვეხმარა ამერიკა-ევროპა?

მათი"რეკომენდაციით", ანუ ბრძანებით (იმდროინდელმა ხელისუფლებამ სხვა გზა ვერ დაინახაგარდა მათი მონური მორჩილებისა და მათი ბრძანებების უსიტყვოდ შესრულებისა), ჩვენ ჯართში უნდა ჩაგვებარებინა ფაბრიკა-ქარხნებიმწარმოებელი ქვეყნიდან მომხმარებელ ქვეყნად ვქცეულიყავით და ეკონომიკა მხოლოდ ტურიზმზე აგვეგოესე იგიგვითხრესჩვენ ვაწარმოებთ და თქვენ შეისყიდეთოეს იყო ყველაზე უარესი "რეკომენდაცია" (ანუ ბრძანება)რაც კი შეიძლება წარმოიდგინოს კაცმა.

ცხადიაჩვენი მრეწველობა დიდად ჩამოუვარდებოდა დასავლურს (საყოფაცხოვრებო დანიშნულების წარმოებებს ვგულისხმობთორემ სამხედრო მრეწველობა მეტი თუ არაარანაკლები იყო დასავლურზე), მაგრამ თუ ჩვენი ნამდვილი დახმარება უნდოდათმაშინ ან ჩვენი მრეწველობის მოდერნიზებაში უნდა დაგვხმარებოდნენანთუ ჩვენს ფაბრიკაქარხნებს ჯართში ჩაგვაბარებინებდნენსამაგიეროდ დასავლურ ტექნოლოგიებზე დამყარებული მრეწველობის განვითარებაში უნდა შეეწყოთ ჩვენთვის ხელი

არც ერთი გააკეთეს და არც მეორე! გვიბრძანეს მხოლოდ ჯართში ჩაბარება და მრეწველობაზე უარის თქმა! ამან გამოიღო ის სავალალო შედეგირაც დღესა გვაქვს.

სხვათა შორისდღესაც კიროდესაც სესხს ან გრანტს გვაძლევენმხოლოდ იმ პირობითრომ ეს სახსრები არ მოხმარდება მრეწველობის განვითარებას და მხოლოდ ინფრასტრუქტურისათვის უნდა გამოვიყენოთ (გზები, ხიდები... ცხადიაესეც საჭიროა. მით უმეტეს, მათაც სჭირდებათ!). 

მათი ინტერესების გამტარებელ ენჯეოებზე აღარას ვამბობმათთვის არ ენანებათ სახსრები!

არ ვამბობრომ მაინც და მაინც ჩვენი ჯინი ჭირდათ! არაჩვენნაირ ქვეყნებს ყველას ასე ექცევიანთუ რაიმე განსაკუთრებული ინტერესი არა აქვთ (მაგისრაელისამხრეთ კორეა...). ისინი მხოლოდ იმისთვის "გვეხმარებიანფინანსებითრომ გავლენის სფერო გაიფართოონ და რაღაც მიზნით პლაცდარმად გამოიყენონ ჩვენნაირი ქვეყნები! და არა ჩვენი ლამაზი თვალების გამო! ჩვენმაგალითადრუსეთის საწინააღმდეგო პლაცდარმად ვჭირდებითგამოჩნდა კიდეც აშკარად!

 

3. ჩვენი შეზღუდული სუვერენიტეტის მიზეზი

საბჭოეთში რაც ყველაზე მეტად გვაღელვებდა და სამართლიანად გვაღიზიანებდაეს იყო პოლიტიკური დამოუკიდებლობის საკითხიეს იყო მრავალთაგან ერთ-ერთი საკითხირომელიც შინაგანად ღრღნიდა საბჭოთა კავშირს

დაიშალა საბჭოთა კავშირი და მთელი არსებით მივენდეთ საოცნებო დასავლეთს.

რა მივიღეთ?

მე შორსა ვარ იმ აზრისაგანრომ დამოუკიდებელი სახელმწიფო აბსოლუტურად დამოუკიდებელი უნდა იყოსეს შეუძლებელიაყველა ქვეყანა გარკვეულად შეზღუდულია სხვა ქვეყნებთან მრავალნაირი ურთიერთდამოკიდებულებითრაც უფრო მეტია ასეთი ურთიერთობანიმით მეტად მცირდება დამოუკიდებლობის ხარისხი.

მაგრამ არსებობს ელემენტარული მახასიათებლებირაც მეტ-ნაკლებად აქვთ დიდ თუ პატარა ქვეყნებს დამოუკიდებლობის თვალსაზრისით.

30 
წელზე მეტია ჩვენ ამ ელემენტარული საკითხების გადაჭრასაც არ გვანებებენ ჩვენი დასავლეთელი "პარტნიორებიარც საგარეოარც საშინაო პოლიტიკაშიეს ყველაფერი ყველასთვის ცნობილია და აღარ განვავრცობ (გავიხსენოთ თუნდაც ბოლო ამბები -რუსეთთან საჰარეო მიმოსვლის აღდგენის აკრძალვამაშინროცა მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებსმათ შორის ნატოს წევრებსაცაქვთ რუსეთთან საჰაერო მიმოსვლა; 3+3 ფორმატში მონაწილეობის აკრძალვა და სხვა უამრავი საკითხი).

დისკრიმინაციული და ყოვლად უსამართლო დამოკიდებულება საქართველოს მიმართ - აიეს მივიღეთ დასავლეთისაგან.

მრავალჯერ დაგვაყვედრეს ის ავადხსენებული 6 მილიარდი დოლარირომლის უმეტესი ნაწილი მათივე აგენტ ენჯეოებს მოახმარეს და მათივე გავლენის გაფართოებისათვის დახარჯესხოლო მრეწველობის განვითარებისათვის ერთი ცენტიც არ დაგვახარჯინეს.

რეალურად რა მოგვცა ლიბერალურ დასავლეთთან "პარტნიორობამ" (ანუ დასავლეთის დიქტატმაამ 30-ზე მეტი წლის განმავლობაში?

გაპარტახებული ეკონომიკადაკარგული ტერიტორიებიუამრავი დევნილიუამრავი მსხვერპლიმოშლილი განათლების სისტემაგანახევრებული მოსახლეობაგადაგვარებული ზნეობასაშინლად შეზღუდული სუვერენიტეტიუპერსპექტივობაუიმედობა...

მიუხედავად ამისადღესაც აგრძელებენ ჩვენს საგარეო და საშინაო საქმეებში უხეშ ჩარევასრა დადებითი უნდა ვიფიქროთ დასავლეთზერომელიც ხელისუფლებაში ნაცების დაბრუნებას ცდილობს და სააკაშვილს "დემოკრატიის შუქურასუწოდებსცინიზმი ამაზე შორს ვერ წავა!

ცალკე უნდა აღინიშნოს მუქარები და ზეწოლები სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებითრაც ვერანაირ დემოკრატიულ ღირებულებებში და "პარტნიორული ურთიერთობებისჩარჩოებში ვერ ჯდება.

სამწუხარო დასკვნა: ალბათ "სტოკჰოლმის სინდრომი" შეგვეყარა, რადგან ჩვენი დამღუპველებისაკენ ხბოს აღტკინებით მივისწრაფვით...

2024

 

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

აქა ამბავი ჩვენი ურთიერთობისა რუსეთთან და ჩვენს ევროპელ-ამერიკელ სტრატეგიულ პარტნიორებთან

ანზორ აბჟანდაძე - "ვეფხისტყაოსანი და მისი ავტორი" (გამომცემლობა "მერწყული", 1994 წ)